12 სექტემბერი 2026,   13:11
ვრცლად
პროკურატურაში არსებულ ხარვეზებზე "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" კვლევაში საუბრობს

რამდენად ასრულებს პროკურატურა აღებულ ვალდებულებებს - ამ საკითხზე დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებას 2017 წელს რამდენიმე ვალდებულება დაეკისრა, მათ შორის დანაშაულის პრევენცია, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდა და პროკურორების ინდივიდუალური გაძლიერება. "IDFI-ში" რეკომენდაციებსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ.

"აიდიეფაის" მიერ მომზადებულ 2017-2018 წლების კვლევაში პროკურატურაში არსებულ გარკვეულ პრობლემებსა და ხარვეზებზეა საუბარი. ორგანიზაცია რამდენიმე პრობლემატურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიც არის ადამიანთა უფლებების და დანაშაულის პრევენციის მიმართულებები, სადაც  "აიდიეფაის" წარმომადგენელი ჟურნალისტებთან საუბრობს, რომ აღნიშნულ წლებში გარკვეული პრობლემები და ხარვეზები გამოიკვეთა.

ასევე ორგანიზაციის წარმომადგენელი მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ პროკურატურაში არსებულ პრობლემებს შორის ერთ-ერთი არის სამართალწარმოების დროს ჩადენილი დანაშაულები, რომელსაც ასევე “IDFI“ საკუთარ კვლევაში აღნიშნავს.

“IDFI-ს“ ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროკურატურის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 10 ამოცანიდან ყველაზე არასახარბიელო ვითარება არის ორი მიმართულებით, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა და დანაშაულის პრევენცია. მარიამ მაისურაძე მიიჩნევს, რომ პრობლემად რჩება ინდივიდუალური პროკურორების გაძლიერება, მათი საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაზრდა, კონკრეტული ტიპის დანაშაულების მიმართ სისხლის სამართლებრივი ეფექტიანად განხორციელება. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით ეს დანაშაულები არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ამ მიმართულებით ყველაზე მეტი პრობლემა არის გამოკვეთილი.

პროკურატურის წარმომადგენელი კი აღნიშნავს, რომ კვლევაში აღნიშნულ რეკომენდაციებისა და შენიშვნების ნაწილი უკვე გათვალისწინებულია, ნაწილში კი საგამოძიებო უწყება ორგანიზაციას არ ეთანხმება.

დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრება უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, რომელიც ქვეყანაში პროკურატურის გამართული სისტემით მნიშვნელობაზე საუბრობს, რისთვისაც დავით მათიკაშვილის თქმით პარლამენტში ყველაფერი კეთდება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ახლადმიღებულ კანონზე საუბრობს, სადაც სისტემური დონეზე იქნა გაწერილი უფლებამოსილებები, დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი ხარისხი, რომელიც პროკურატურას მეტად აძლევს საშუალებას ყველას უფლება ერთნაირი სიზუსტით იყოს დაცული.

 

დღის ამბები