ჩილეში ანტისამთავრობო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებით გრძელდება. მომიტინგეებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს და სხვადასხვა ობიექტს ცეცხლი წაუკიდეს. ჩილეში საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირაა გრძელდება. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
არეულობას საერთო ჯამში 18-ი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.