ქარელში 2 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.