მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ალ ჰარირი თანამდებობიდან გადადგა. პრემიერის გადადგომის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ლიბანელ პოლიტიკოსებს მთავრობის დროული ფორმირებისკენ მოუწოდა. ალ ჰარირის გადადგომის მიუხედავად, ქუჩაში ხალხი მაინც გამოდის. მათ კარვები გაშალეს. გზები პარალიზებულია. ლიბანელი სამართალდამცველები და სამხედროები ქუჩების მომიტინგეებისგან გაწმენდასა და კარვების აღებას ცდილობენ.
ლიბანში ორკვირიანი დემონსტრაციები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო დაიწყო.