18 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
"ეს იყო პილატეს სასამართლო, ეს არის უკანონობა და სირცხვილი" - იღუმენი დანიელი მღვდელმთავრებს სიმართლის დამალვაში ადანაშაულებს

მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სირცხვილს უწოდებენ. ისინი ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციის ეზოში არიან შეკრებილები.

ჭყონდიდის ეპარქიის მსახური იღუმენი დანიელი "კურიერთან" ამბობს, რომ მეუფე პეტრესთვის უნდა მიეცათ გარკვეული დრო, რათა მას დაემტკიცებინა თავისი სიმართლე, თუმცა მისივე განმარტებით საპატრიარქომ ეს არ გააკეთა.

"როდესაც ასეთი მძიმე საკითხის გადაწყვეტა მიდის უნდა მოუსმინონ. სამი საათი ითხოვა მღვდელმთავარმა, რომ მოვიტან დამამტკიცებელ საბუთსო, რატომ არ აინტერესებთ ვინ არის ის მოწმე? მოიყვანს თუ არ მოიყვანს? რატომ გადაწყვიტეს გადაყენება? ეს იყო პილატეს სასამართლო, ეს არის უკანონობა, ეს არ არის ქრისტიანობა, ვინც აქ იყო ჩამოსულიყო მეუფე პეტრესთან და ყველაფერი იცოდა საუბარი მაქვს მღვდელმთავრებზე შერცხვეთ, ეს არის სირცხვილი,"- ამბობს იღუმენი დანიელი.

დღის ამბები