04 მაისი 2024,   21:20
ვრცლად
"აშშ აფასებს საქართველოს ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს"- ელიზაბეთ რუდი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის განცხადებით, აშშ აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში. რაც შეეხება საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს, ამაზე კომენტარის გაკეთებისაგან ელიზაბეთ რუდმა თავი შეიკავა:

"ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ისტორიულია და ახლაც გრძელდება. მე არ მინდა კონკრეტული კომენტარი გავაკეთო სამართლებრივ საკითხებზე,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

დღის ამბები