22 დეკემბერი 2024,   10:15
ვრცლად
"ეს არაა სიახლე, უბრალოდ ამაზე საუბარი მხოლოდ მეუფე პეტრემ გაბედა" - თეოლოგი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე საუბრობს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პეტრე ცაავას ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის სტატუსი ჩამოართვეს, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა არამხოლოდ სასულიერო პირებში, არამედ საზოგადოების სხვადასხვა წრეში.

როგორც თეოლოგი ლადო ნარსია აღნიშნავს, ეკლესიის ცხოვრებაში ჩახედული პირებისთვის მეუფე პეტრეს განცხადებები სიახლე არ იყო და ამ პრობლემის შესახებ მათ ისედაც იცოდნენ. თუმცა, თეოლოგი ხაზს უსვამს იმას, რომ მეუფე პეტრეს მიერ წამოყენებულ ბრალდებებზე სასაუბროდ აუცილებელია მათი რეალურობის დამტკიცება. 

"ვიდრე ამ ფაქტების რეალურობა ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვერც დანაშაულზე და ვერც, მით უფრო, ბრალდების ნამდვილობაზე. ამ პრობლემების შესახებ ჩვენ ვიცოდით, მეც ვიცოდი, იცოდა ყველა იმ ადამიანმა, ვინც ეკლესიის ცხოვრებას იცნობს და და ეკლესიის ყოველდღიურობას იცნობს, ეს სრულიად არ არის სიახლე, უბრალოდ, ამაზე საუბარს ვერ ბედავდნენ და ვინც გაბედა ეს გუშინ, ესაა მიტროპოლიტი პეტრე ცაავა. წინასწარი შეფასება ნაადრევია, დაველოდოთ მეორე სინოდის მოწვევას და მეუფე პეტრეს პასუხს მის მიერ წარდგენილ ბრალზე. თუკი არ დადასტურდება ეს ბრალი, შემდეგ ვისაუბროთ კანონიკური სამართლებრივი წესით უფრო მკაცრ სასჯელზე, რომელიც ასეთი შემთხვევებისთვის არის გათვალისწინებული,"- განაცხადა ლადო ნარსიამ.

 

დღის ამბები