22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
"მეუფე პეტრეს შეუძლია სტატუსის აღდგენის თხოვნით მსოფლიო პატრიარქს მიმართოს"- ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას განმარტებით, მეუფე პეტრეს, რომელსაც წმინდა სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის სტატუსი ჩამოართვა და ღვთისმსახურება დროებით აუკრძალა, ხარისხის აღდგენის თხოვნით შეუძლია მსოფლიო პატრიარქს მიმართოს. მირცხულავას თქმითვე, ოფიციალურად არაფერია ცნობილი თუ რამდენი ხნითაა განყენებული მეუფე პეტრე.

"ჩვენ ამ წუთას არ ვიცით რა ვადით არის განყენებული მეუფე პეტრე. შესაბამისად, როდის აღუდგება მას ხარისხი, ესეც არ ვიცით. მეუფე პეტრეს რჩება იმის შესაძლებლობა, რომ  მიმართოს მსოფლიო პატრიარქს, თუმცა, სასურველი იქნება, ეს საკითხი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში გადაწყდეს,"- განაცხადა გოჩა მირცხულავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები