დონალდ ტრამპი ნიუ-იორკს ტოვებს და მუდმივ საცხოვრებლად ფლორიდაში გადადის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მისამართის შეცვლის შესახებ ტვიტერში დაწერა.
ტრამპი ქალაქისა და შტატის პოლიტიკოსებზე განაწყენდა. პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკს მილიონობით დოლარს უხდის, ქალაქის და შტატის პოლიტიკოსები მას ძალიან ცუდად ექცევიან.