22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
მეუფე პეტრე ცაავა არ გამორიცხავს, რომ რომელიმე საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდეს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ რომელიმე საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდეს. ამის შესახებ მან მარტვილის რეზიდენციაში ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მიტროპოლიტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გაჩნდება საქართველოში, რა თქმა უნდა, მე ყველგან ვიქნები. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შემდეგ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი არათუ მოძრაობა, არამედ შეგნებაც არ ყოფილა სრულყოფილად საქართველოში.

სათავეებთან არა, ყოველთვის მირჩევნია, ვიყო უკან. მე მოვედი იმისთვის, რომ ვემსახურო დედაეკლესიას. როდესაც ვნახე არსებული პრობლემები, სადაც არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა, აღარ წავედი ამ კომპრომისზე და წავედი კონფრონტაციაზე," - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები