22 დეკემბერი 2024,   10:20
ვრცლად
"მთელ ერს თავზე გადაგვახია რჯულის კანონი" - იღუმენია გამყრელიძემ ჭყონდიდის ეპარქია დატოვა

იღუმენია თამარ გამყრელიძემ ჭყონდიდის ეპარქია დატოვა. მისი თქმით, სინოდის გადაწყვეტილება უკანონოა და მას არ ემორჩილება.

"მთელ ერს თავზე გადაგვახია მთელი რჯულის კანონი და ასრულებს უკანონო გადაწყვეტილებებს. რა გითხრათ, რატომ უნდა დაემორჩილო უკანონობას. მე ნამდვილად ვტოვებ ეპარქიას,"- განაცხადა იღუმენია თამარ გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, მეუფე გრიგოლ კაცია ჭყონდიდის მიტროპოლიტად ოფიციალურად გამწესდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, მეუფე პეტრე გადაბარების პროცესის დასრულებამდე ეპარქიაში დარჩება, შემდეგ კი მსახურებას მონასტერში განაგრძობს. 

დღის ამბები