28 აპრილი 2024,   14:59
ვრცლად
კახეთში მომხდარი ავარიის მსხვერპლი გაიზარდა

კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. "კურიერის" ინფორმაციით, ისინი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალნენ.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ თელავი-ყვარლის ავტომაგისტრალზე მოხდა.

"მერსედესის" მარკის ავტომობილში სულ 5 ადამიანი ისხდა. ერთი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ერთი დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა უმძიმესია.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მცხოვრებლები არიან.

დღის ამბები