18 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
თუ ვინმე გადავა ზღვარს, სამართალდამცველებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - პოლიტიკოსები ქართულ-შვედური ფილმის ჩვენებაზე

ლგბტ+ თემაზე გადაღებული ქართულ-შვედური წარმომავლობის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე სხვადასხვა ჯგუფებისა და სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურენენ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მსგავს შემთხვევებზე რეაგირება სამართალდამცველებმა უნდა მოახდინონ.

"საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, ჩვენ გვყავს სამართალდამცავი ორგანიზაციები. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, აქედან გამომდინარე,თუ ვინმე გადავა კანონით განსაზღვრულ ჩარჩოს, სამართალდამცველმა ორგანოებმა რეაგირება უნდა მოახდინონ," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, თუკი გამოხატვის თავისუფლება კონკრეტულ ზღვარს გასცდება, ამ შემთხვევაში რეაგირებას საგამოძიებო ორგანოები მოახდენენ.

"ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ მოხდეს ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს და ეს არის საფრთხილო. თუკი ვინმე რაღაც ზღვარს სცდება და რაიმე ფორმით არ არის კანონის ფარგლებში მოქცეული კონკრეტული საკითხები, ამით დაინტერესდება კონკრეტული საგამოძიებო ორგანო," - აღნიშნა ოხანაშვილმა.

დღის ამბები