18 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
განათლების მინისტრი თანამდებობას ტოვებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი თანამდებობას ტოვებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიხეილ ბატიაშვილი მინისტრის პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

"მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ.

ვინ ჩაიბარებს განათლების მინისტრის პოსტს, ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები