18 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
საქართველო გახდება ნატოს წევრი - როუზ გოტემიულერი

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება. დღეს ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ შემუშავებულ ახალ მიდგომებსა და გამოწვევებს განიხილავენ. ასევე საუბრის თემაა "საქართველოს თავდაცვის ეროვნული სტრატეგია 2020-2030".

კონფერენციის მონაწილეებს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მიმართავს.  საგანგებოდ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ალიანსის მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესემები ჩამოვიდნენ.

"კონფერენციის ბათუმში ჩატარებით, გვსურდა ხაზი გაგვესვა ალიანსისთვის შავი ზღვის რეგიონის და კერძოდ საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობისთვის. ნატოს თანამშრომლობა საქართველოსთან განსაკუთრებულია და და რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება. პირველი და ყველაზე მთავარი საფუძველი, საქართველოს ალიანსიში გაწევრიანების მისწრაფებაა. საქართველო გახდება ნატოს წევრი. წლების განმავლობაში საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატოს წევრობას და ამ პროგრესს, ყველა ყველა მოკავშირე უჭერს მხარს,"- განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანისის გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემიულერმა.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრესპექტივაზე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ მოსახლეობას ცრუ მოლოდინები არ უნდა გაუჩინოს.

"არ შეიძლება მოსახლეობას ცრუ მოლოდინები გავუჩინოთ და შემდეგ იმედი გავუცრუოთ, ეს არის უდიდესი შეცდომა რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო დაშვებული. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა არ გვაქვს, ნატოსთან მჭირდო ურთიერთბით ვატარებთ სწორ პოლიტიკას და ორი სიტყვით რომ შევაჯამო, ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ  მზად,"- განაცხადა ირაკლი ღარობაშვილმა.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია(GDSC) ბათუმში გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება. 

 

 

 

 
დღის ამბები