22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
არც კომბალი მაქვს, არც სახრე... - გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ფილმის ჩვენების ჩაშლას "შიშველი" ხელებით აპირებენ  

"თბილისის გალერიაში“  გურამ ფალავანდიშვილი მივიდა. საზოგადოება "ზნეობის“ წარმომადგენლის განცხადებით, ფილმის პრემიერის ჩვენების ჩაშლას ძალის გამოყენების გარეშე შეეცდებიან. მისი თქმით, ის ფილმის გამორთვას აპირებს. 

ფალავანდიშვილი ძალადობად არ აფასებს კინოთეატრ "ამირანთან“ განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, ეს გმირობა იყო. 

"მე ვაპირებ შიშველი ხელებით, გამომივა  თუ არა მეორე საკითხია. მე მინდა ჩავშალო ეს ჩვენა უბილეთოდ.... თუ გვეყოფა ძალა, მივაწვებით ჩვენს საყვარელ პოლიციელებს. ხელებაწეული, არა როგორც პარლამენტში შეიჭრნენ ჯოხებით. არც კომბალი მაქვს, არც სახრე, არც ჯოხი. ჯერ თქვენ ვერ მოგაწვებით, მაგრამ დაიწყება ეს მიწოლის პროცესი. არ არის გამორიცხული, იქიდან დაგვეხმაროს ხალხი," - ამბობს ფალავანდიშვილი. 

დღის ამბები