"ამაზე მეტი სიმშვიდე სად გინახავთ... რაც რუსთაველზე, სისხლში რომ აბანავეთ მთელი რუსთაველი" - ამის შესახებ განცხადება ლევან ვასაძემ კინოთეატრ "ამირანთან“ გააკეთა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ - როგორია მისი და აქციის მონაწილეების გეგმები, თუმცა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს კითხვის ფორმულირება დაუწუნა.
"სიმშვიდე არ გყოფნით? ვაპროტესტებთ იმ საშინელებას, რასაც საქართველოს სინდისის და ნამუსის შერცხვენა ჰქვია. ვდგავართ აქ ჩვენი წინაპრების, ჩვენი ზნეობის, ჩვენი ეკლესიის, ტრადიციების და ღირსების დასაცავად. რას უნდა ვაპირებდე, ხომ ხედავთ რას ვაპირებ, ვდგავარ. რას მეკითხები, გრამატიკა არ გისწავლია სკოლაში, რა კითხვა ეგ არის,“ - აცხადებს ლევან ვასაძე.
ტერიტორიაზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.