კინოთეატრ "ამირანთან“ აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას და ფილმის ჩვენების ჩაშლას ისევ ცდილობენ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობას სამართალდამცველები არ აძლევენ.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება პერიოდულად ხდება. აქციის მონაწილეთა ნაწილმა, პოლიციის კორდონი გაარღვია და ისინი კინოთეატრში შესვლას ცდილობენ. პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.
პარალელურად, დაძაბული ვითარებაა უშუალოდ შენობის შიგნით, სადაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე რამდენიმე პირი პოლიციამ გადაიყვანა. ადგილზე სპეციალური დეპარტამენტის თანამშრომლების დამატებით მობილიზება ხდება.