22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
"ასეა, როცა ხელისუფლების ერთი ნაწილი ძალადობას ახალისებს" - სულხან სალაძე

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

სულხან სალაძის აზრით, მოვლენები საბოლოოდ იმით დასრულდება, რომ გაურკვეველი ჯგუფები საქართველოს სახელმწიფოს თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქცევენ.

"ასეა, როცა ხელისუფლების ერთი ნაწილი, ორაზროვანი და ძალადობის წამახალისებელი კომენტარებით შემოიფარგლება მხოლოდ, იქ გაურკვეველი ჯგუფები ხელისუფლების როლს ირგებენ. დღეს, ეს გაურკვეველი ჯგუფები, იმის განსაზღვრას ცდილობენ რას ვუყუროთ, ხვალ რა წავიკითხოთ იმას დაგვიდგენენ, ზეგ რა ვჭამოთ, მერე ვის მივესალმოთ და ა.შ დაუსრულებლად. ჰოდა, ერთხელაც იქნება, ვნახავთ, როგორ ცეკვავენ ეს გაურკვეველი ჯგუფები (თუ უკვე არ ცეკვავენ) საქართველოს სახელმწიფოზე", - განაცხადა სოციალურ ქსელში სულხან სალაძემ.

დღის ამბები