22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
"მაყურებელს მშვიდობიანად გავიყვანთ შსს-ს და ჩვენი დაცვის სამსახურის დახმარებით“ -კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორი

კინოთეატრ "ამირანში" 22:00 საათიან სეანსზე დაწრების მსურველი მაყურებლები უკვე მივიდნენ. ამ წუთებში, შენობაში სიმშვიდეა  და შემდეგი სეანსისთვის ემზადებიან.

შენობაში უსაფრთხოების ზომები კვლავ გამკაცრებულია, ადგილზე მისულ მაყურებლებს სპეციალურ დეტექტორებზე ამოწმებენ.

პირველი კინოჩვენება ცოტა ხანში უნდა დასრულდეს. როგორც კინოთეატრის წარმომადგენელი ამბობს, ფილმის პრემიერა შედგა და უზრუნველოფენ, რომ მაყურებელმა მშვიდობიანად დატოვოს ტერიტორია.

"მიმდინარეობს მშვიდობიანად, რაც შეეხება როგორ დატოვებს მაყურებელი ტერიტორიას, როგორც შემოვიდნენ, ასევე მშვიდობიანად გავიყვანთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი დაცვის სამსახურის დახმარებით,“ - ამბობს  კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორი გვანცა გარმელია. 

დღის ამბები