21 დეკემბერი 2024,   20:56
ვრცლად
"ტაბულას" ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ

"ტაბულას" ცნობით, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები "ტაბულას" ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს.

„ტაბულას“ ინფორმაციით, მოხდა არა მხოლოდ  ნივთის დაზიანება, არამედ  ჟურნალისტზე ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტიც და გამოძიებაც შესაბამისად უნდა დაწყებულიყო.

დღის ამბები