ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალთან არსებულ მდგომარეობას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია ადმინისტრაციულ საზღვართან დაძაბულობის ზრდა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაზუსტი განცხადებების გავრცელება.
ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება ყველა შესაძლო ნაბიჯისგან, რომელიც სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას სასაზღვრო პუნქტები, რომლებიც სექტემბრის თვიდან დახურულია.