14 სექტემბერი 2026,   15:22
ვრცლად
10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს - ნაზი ჯანეზაშვილის დოკუმენტი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს, უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების შესახებ მომზადებულ დოკუმენტს გაასაჯაროებს.

ჯანეზაშვილის განცხადებით, დოკუმენტში წარმოდგენილია 10 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.

"დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა არცერთ კანდიდატს, ვინაიდან პროცესი რომელიც იუსტიციის საბჭოში განხორციელდა იყო ხარვეზიანი და თუ ერთი კანდიდატის მხარდაჭერა მაინც მოხდება, ეს იქნება ლეგიტიმაცია იმ დარღვევებისა, რომელიც საბჭოში განხორციელდა,"- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებითვე, მიხეილ ჩინჩალაძის მხარდაჭერის გარეშე სიაში მოსამართლეობის ვერცერთი კანდიდატი ვერ მოხვდებოდა, რაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, არალეგიტიმური პროცესია. 

დღის ამბები