27 დეკემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ერთადერთი კაცი ჰყავდათ და ის აღარ ჰყავთ, ივანიშვილმა თავი მოიკლა დღევანდელი აქტით - ვახო მეგრელიშვილი

პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრმა ვახო მეგრელიშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ  არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტის ჩაგდებით ბიძინა ივანიშვილმა ლეგიტიმაცია დაკარგა.

მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან ტყუილზე პერსონალური პასუხისმგებლობა აიღო.

"ამ მოქმედებით, რაც დღეს მოხდა, ამ ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ლეგიტიმაციის წვეთი დაკარგა სინამდვილეში. ამ მაჟორიტარ დეპუტატებს ხომ არ ჰქონდათ ლეგიტიმაცია, ლეგიტიმაცია ჰქონდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. პირველად მოხდა, როდესაც პერსონალურად აიღო პასუხისმგებლობა ტყუილზე. ეს ხომ არ არის საარჩევნო დაპირება, სადაც შეჩვეულები ვართ, რომ ვიღაცა დაგპირდება რაღაცას და არ შეასრულებს. ეს იყო ამ ქვეყნისთვის 30 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც კაცმა კაცურად აიღო პასუხისმგებლობა და ჩაისვარა. და ამის მერე კობახიძე შეიძლება იყოს რამეზე პასუხისმგებელი ამ ხელისუფლებიდან? ერთადერთი კაცი ჰყავდათ და ის აღარ ჰყავთ, ფაქტობრივად, თავი მოიკლა ადამიანმა დღევანდელი აქტით, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ.

მასეთი ბლეყვე რომ აგიჯანყდება, თუ იმის უნარი არ გაქვს, რომ ის გააკონტროლო, ხომ უარესადაა შენი საქმე? მაგრამ თუ ეს, შენ შენით მოაწყვე, მართლა საშველი არ ყოფილა ამ ადამიანის. იმაზე უნდა იზრუნონ, როგორ დამთავრდება ეს პროცესი, თორემ საქართველო წინააღმდეგ შემთხვევაში თურქმენეთად უნდა გადაიქცეს. 

ბიძინა ივანიშვილს აღარანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ მისი ლეგიტიმაციით ისარგებლოს როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე კალაძე რომ კალაძეა, იმანაც კი.“-განაცხადა მეგრელიშვილმა. 

მისი თქმით, მთავარი საზრუნავია, როგორ დაბრუნდეს პროცესები ლეგიტიმურ ვითარებაში. 

„ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა არის ის, როგორ დავბრუნდეთ ისეთ მდგომარეობაში, სადაც ადამიანებისთვის იქნება მისაღები, რაც მოხდება ამ ქვეყანაში და ამას ექნება ლეგიტიმური საფუძველი. ჯერ-ჯერობით ჩვენ გასული ვართ სივრციდან, რეალურად ვართ შოკში. ფიქრი დაგვჭირდება ალბათ რაღაც პერიოდი, რომ წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება ახლიდან დავლაგდეთ,"- განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში.

დღის ამბები