27 დეკემბერი 2024,   07:00
ვრცლად
გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს - ამის შესახებ ინფორმაცია "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა.

გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დეპუტატებს ასამბლეის ჩაშლის გამო. ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მათ უნდა წარუდგინოს ანგარიში, თუ რა ზომები მიიღეს ინციდენტის შემდეგ.

შეგახსენებთ, ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატის, სერგეი ლავროვის საქართველოში ვიზიტსა და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. აქცია პოლიციისა და აქციის მონაწილეთა ნაწილის დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგადაც ხელისუფლებამ დემონსტრაცია წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

დღის ამბები