15 ოქტომბერი 2024,   23:01
ვრცლად
ე.წ. გერმანული მეთოდის გარეშე არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება - ნინო ბურჯანაძე

"მოთხოვნები არის აბსოლურტურად სამართლიანი და სწორი" - ამის შესახებ  "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნები დათმოს.

"ძალიან ბევრია დამოკიდებული საზოგადოების აქტიურობაზე. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნები გვაქვს, რომელიც არის აბსოლუტურად სამართლიანი და სწორი. ეს ეხება პროპორციული სისტემის მაგვარ სისტემას, უბრლოდ საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავათმობინოთ ხელისუფლებას ჩვენი მოთხოვნები," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.  

დღის ამბები