22 დეკემბერი 2024,   10:08
ვრცლად
უმრავლესობა ბიუროზე მიმდინარე საკითხებს განიხილავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გენადი მარგველაშვილის შეფასებით, აქციის მონაწილეების ბრძოლის მეთოდი მიუღებელია.

როგორც მარგველაშვილმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, ბიუროს სხდომაზე მიმდინარე საკითხები განიხილება.

"მნიშვნელოვანი ობიექტების, განსაკუთრებულად საკანონმდებლო ორგანოს ჩახერგვა და მისი საქმიანობის შეჩერება არაფრით არ შეიძლება. მე გულდაწყვეტილი ვარ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა რომ ვერ გავიდა, თუმცა ამ მეთოდებით  ბრძოლა არაფრის დიდებით არ შეიძლება.

ბიუროს სხდომაზე მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ," - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

დღის ამბები