22 დეკემბერი 2024,   10:23
ვრცლად
"ძალის დემონსტრირებით თავიანთ პოლიტიკურ იმპოტენციას მალავენ" - სერგო რატიანი ხელისუფლებაზე

"ის, რომ ეს ძალადობაც დამთავრდა შედარებით მშვიდობიანად, ესეც ჩვენი დამსახურებაა," - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

რატიანის შეფასებით, სპეცრაზმის საშუალებით პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩატარება "ქართული ოცნების" რეპუტაციის არარსებობაზე მიუთითებს.

"არჩილ თალაკვაძე დაგვცინის და საკუთარ თავსაც დასცინის. იმ ტყუილის შემდეგ საუბარი კოსმეტიკურ რეფორმაზე არის სრულიად გაუგონარი. არც იციან რა უნდა ილაპარაკონ, რადგან სათქმელი აღარაფერი აქვთ. ეს ადამიანები არიან მატყუარები და იმდენად სამარცხვინოები, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა უმრავლესობა. დღეს "ქართული ოცნების" სახელი არის "სირცხვილი."

ჩვენ საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან არ გავდივართ, ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, ჩვენი პიკეტირებაც იყო კანონის ფარგლებში. ფაქტი იმისა, რომ ასე დამთავრდა ის, რაც დამთავრდა, რომ ეს ძალადობაც დამთავრდა შედარებით მშვიდობიანად, ესეც ჩვენი დამსახურებაა. უმრავლესობა და ხელისუფლება როდესაც ბიუროს სპეცრაზმის საშუალებით ატარებს, ლამის საპირფარეშოში დადიან სპეცრაზმის საშუალებით, ამათ აღარ აქვთ არანაირი რეპუტაცია. მათი ძალის დემონსტრირება ნიშნავს მხოლოდ ერთს - მალავენ თავიანთ პოლიტიკურ სრულ იმპოტენციას. ამის კომპლექსი აქვთ, შიში, რომ ვინმემ არ შეამჩნიოს მათი შიში,"- განაცხადა სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები