22 დეკემბერი 2024,   10:15
ვრცლად
არსებულ ვითარებაში დიალოგი საუკეთესო გამოსავალია - სახალხო დამცველი 

სახალხო დამცველი "კურიერთან“ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თუკი არსებობს პოლიტიკური ნება და რესურსი, არსებულ სიტუაციაში დიალოგი საუკეთესო გამოსავალია. 

 "მეც არ მომწონს და არც მგონია, ვინმეს მოსწონდეს და უნდოდეს მსგავსი სიტუაციის გაგრძელება. სწორედ, გამოსავალი იყო იმაში, რომ ჩვენ მიგვეღო პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას და სამართლიანობას უზრუნველყოფდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ დიალოგის გაგრძელებას, თუკი ამის პოლიტიკური რესურსი არსებობს და მსჯელობის განახლებას იმაზე, როგორ მივიღოთ საარჩევნო სისტემა, რაც იქნება მისაღები და კომპრომისული ყველა პოლიტიკური ძალისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რაც, საერთო ჯამში, ქვეყნის ინტერესებში არ არის... დიალოგი არის ყველაზე სწორი გამოსავალი, თუკი არსებობს ამის პოლიტიკური რესურსი და მზაობა ხელისუფლების მხრიდან, რომ წავიდეს იგი დათმობებზე,“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

დღის ამბები