22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
"პიკეტირება უკანონო ქმედება არ არის და ვინც ამას ამბობს, უვიცია" - გიგი უგულავა

"გაგრძელდება პიკეტები, რადიკალური პოლიტიკური აქციები" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პიკეტირება უკანონო ქმედება არ არის და ვინც ამას ამბობს, უვიცია. 

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილი არის აბსოლუტურად არარაციონალური. რა მოხდა დღეს - ახლა 7 საათზე ჩატარდა ბიუროს სხდომა, რომელიც თალაკვაძემ ჩაატარა, როგორც ბრეჟნევი ატარებდა ხოლმე კომუნისტური პარტიის ყრილობებს, მარტო "ქართული ოცნებით". ჟურნალისტებიც არ შეუშვეს იმისათვის, რომ ოდნავი განსხვავებული კითხვა არ მიეცათ... მობილიზებულია პოლიცია, სპეცრაზმი და უბედურება, დაასახიჩრეს ადამიანები, დააპატიმრეს. ელჩებმაც კი, ვისაც თუნდაც 20 ივნისზე რაიმე შეკითხვა ჰქონდა, ყველამ თქვა, რომ ეს იყო ხაზგასმით მშვიდობიანი აქცია და მეტიც, მოგვილოცა ქართველ ერს, როგორ ვითარდება და როგორი დახვეწილი ხდება ლეგიტიმური პროტესტი. ამიტომ, შედეგად მივიღეთ რა, ერთი ბიუროს ჩატარებისთვის, ამხელა პოლიტიკური ფასი გადაიხადა,“ - აცხადებს გიგი უგულავა.  

უგულავას თქმითვე, აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს უცხოელმა მეგობრებმა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იმედგაცრუებულები არიან.

"მათ დაარბიეს ის აქცია, რომელსაც თანაუგრძნობს ყველა ის ადამიანი, ორგანიზაცია, რომელიც არის საქართველოს მეგობარი და არა რომელიმე პარტიის მეგობარი. ამიტომ ეს გაგრძელდება, აქციის თარიღი გამოცხადდება ხვალ და ის, რაც დავინახეთ, რომ ივანიშვილს სტკივა, აუცილებლად კიდევ უფრო ეტკინა. ამის გარანტიას მე ვაძლევ მას პირადად,“ - ამბობს გიგი უგულავა. 

დღის ამბები