22 დეკემბერი 2024,   10:21
ვრცლად
ოპოზიცია სამართალდამცველების კონსტრუქციული ქმედებების გამო, გაწბილებულია - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძე ბიუროს სხდომაზე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია სამართალდამცველების მიერ აქციის დაშლის დროს კონსტრუქციული ქმედებების გამო, გაწბილებულია.

"შეიძლება ცუდიც იყოს, რომ რაღაც კონკრეტული საკითხი ისე ვერ გადაწყდა, როგორც ეს დააანონსა მმართველმა გუნდმა. უნდა ვიყოთ რეალისტები, ობიექტურები და ამაზეც უნდა ვისაუბრო. მაგრამ, ამ პოლიტიკური პროცესის გადატანა და ამასთან დაკავშირებული იმგვარი სპეკულაციები, რაც გვესმის, არის ყოვლად წარმოუდგენელი. "ნაციონალური მოძრაობის" ორი ფრთა დღეს ეჯიბრება ერთმანეთს რადიკალიზაციაში. სინამდვილეში, გვაქვს ერთი ფრთა - ბოკერიას ჯგუფი, მეორე ფრთა - სააკაშვილის ჯგუფის სახით და ამ ადამიანების შიდა ჭიდილს და დუღილს უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა, ამას გვთავაზობენ. დღეს ყველაზე მეტი გაწბილება მათ მიიღეს იმით, რომ დღევანდელი საპოლიციო ღონისძიება დასრულდა ყოველგვარი გართულების გარეშე,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები