22 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში უნდობლობის გრძნობა გააჩინა, თუმცა ოპოზიციამ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს - იტალიის ელჩი

მხარეებს მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს პოლიტიკური დიალოგი, რადგან პოლარიზების ზრდა საქართველოს დემოკრატიას ზიანს აყენებს - ეს განცხადება იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ, „ქორთიარდ მერიოტში“ პოლიტიკური ლიდერების დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ელჩმა ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს, დიალოგისკენ მოუწოდა.

“ოპოზიციის ფართო სპექტრთან კარგი დიალოგი შედგა, მათ იმ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა ჩააგდო, თავიანთი მოსაზრებები გაგვაცნეს. ყურადღება ძირითადად, ორ საკითხზე გამახვილდა. ერთის მხრივ, პარლამენტის ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში უნდობლობის გრძნობა გააჩინა, მეორეს მხრივ, ხაზი გაესვა, რომ ოპოზიციამ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. მხარეებს მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს პოლიტიკური დიალოგი, რადგან პოლარიზების ზრდა საქართველოს დემოკრატიას ზიანს აყენებს“ - აცხადებს ანტონიო ბარტოლი.

"ქორთიარდ მერიოტში“ პოლიტიკური ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ. შეხვედრას ოპოზიციური სპექტრის თითქმის ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში კონსულტაციებს მართავდნენ. 

შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ისინი შეეცდებიან დასავლელი პარტნიორები, დაარწმუნონ იმაში, რომ გამოიყენონ ბერკეტები რათა ხელისუფლება დაუბრუნდეს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესაძლებლობის განხილვას.

 

 

 

 

 

დღის ამბები