22 დეკემბერი 2024,   10:15
ვრცლად
ოპოზიცია უმრავლესობასთან დიალოგს არ თანხმდება - ლიდერები დღეს ედპ-ს ოფისში შეიკრიბნენ

დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები "ეროვნულ-დემოკრატების" ოფისში შეიკრიბნენ.

ოპოზიცია დღევანდელი პროცესების შემდეგ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკების მაგიდას არ მიუსხდებიან.

მთავარი მოთხოვნები კვლავ უცვლელია და აქციების გაგრძელებას რუსთაველის გამზირზე კვლავ აპირებენ. ამასთან, ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ პარლამენტისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირება ისევ განმეორდეს.

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს აშინებს ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა მოთხოვნებსა და ქმედებებში.

სამნიძის თქმითვე, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას აქციებზე მდგომ ხალხთან ერთად გააგრძელებენ.

 

 

 

 

 

დღის ამბები