22 დეკემბერი 2024,   10:19
ვრცლად
ვითარება რუსთაველის გამზირზე - საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გახსნილია  

რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გახსნილია.

ამ დროისთვის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და აქციის ორგანიზატორებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შემცირებულია სამართალდამცველთა რაოდენობა.

ხვალ, დილის 10:00 საათზე, აქციის ორგანიზატორების ნაწილი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმ დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე აპირებენ მისვლას, რომლებიც აქციის დაშლის დროს დააკავეს. საუბარია 18 პირზე.

დღის ამბები