18 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ჟურნალისტი და ექიმი ხელშეუხებელია - კალაძის თქმით, ქართული მხარე ექიმის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ყველა რესურსს იყენებს, რათა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს.

ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა, რათა გამოვუცხადოთ თანადგომა და მხარდაჭერა პროფესიონალ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც უკანონოდ დაკავებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველას მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი, არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ყველა სამსახური, შესაბამისი უწყება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი გათავისუფლება. ვაჟა ექიმი კარგად გრძნობს თავს, არანაირი პრობლემა არ აქვს. ფიზიკურად არის ნორმალურად," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები