"თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს" - ლატვიის სამოქალაქო საზოგადოებამ ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით ვიდეო რგოლი გადაიღო.
ვიდეო მიმართვაში სტუდენტებთან და ექიმებთან ერთად, ლატვიის ევროპული მოძრაობისა და ბალტიის შავი ზღვის ალიანსის წევრები მონაწილეობენ.
ევროპული მოძრაობის პრეზიდენტი, ადრის გობინსი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და ამ რეგიონში ხალხი ქრება.
ვიდეორგოლში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვეს ფეისბუქ მიმართვაც მოხვდა.