22 დეკემბერი 2024,   10:19
ვრცლად
პარასკევს ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პრეზენტაციას გამართავს

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, პარასკევს გაერთიანებული ოპოზიცია ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციას გამართავს. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას კანონპროქტს  ჩიხიდან გამოსვლის სახით შესთავაზებს.

ამასთან, პიკეტირება პარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით დაიგეგმება. 

"ჩვენ პარლამენტის პიკეტირებებს გავაგრძელებთ, შესაბამისად, რა დღის წესრიგიც იქნება პარლამენტში, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. მასშტაბური აქციის თარიღი კვირის ბოლოს დაანონსდება. მანამდე კი, პარასკევს ჩვენ გვექნება პრეზენტაცია იმ კანონპროექტის, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსვლის სახით. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კონტაქტი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები