22 დეკემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს 1920 წელს გენოციდის განხორციელებაში ადანაშაულებს

საქართველოს ხელისუფლების მიერ 1920 წლის მაისში ჩატარებულ ანტიბოლშევიკურ ოპერაციას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი გენოციდის შეფასებას აძლევს და აცხადებენ, რომ უცხოელ იურისტებთან მუშაობა დაიწყება, რათა მათ ამ საკითხში ე.წ სამხრეთ ოსეთის ინტერესები წარმოადგინონ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი მედოევის თქმით, ის იტალიაში იურიდიული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს წარმოადგინონ "1920-იან წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ ოსების გენოციდის აღიარების საკითხში სამხრეთ ოსეთის ინტერესები", აღნიშნულ თემაზე მედოევმა საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტთან ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ Рес-ი ავრცელებს.

"2020 წელს 100 წელი შეუსრულდება საქართველოს მხრიდან ოსების გენოციდს. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამ იურისტებისადმი მიმართვის შემთხვევაში, ისინი შეუდგებიან შესწავლას და წარმოადგენენ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს საერთაშორისო სივრცეში,"- განაცხადა მედოევმა.

აღნიშნულ თემაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ივლისში განაცხადა, რომ 1918 წელს აფხაზეთში და 1920 წელს სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები გენოციდი იყო.

დღის ამბები