23 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
წალენჯიხაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

წალენჯიხაში, სოფელ მუჟავაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.

წალენჯიხის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა ხრამში გადაიჩეხა, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

რაც შეეხება დაშავებულს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა, დაახლოებით, ორი საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელიც მუჟავის ტყიდან გამოდიოდა, ხის მორებით იყო დატვირთული.

ავტორი: სალომე ფაცაცია

დღის ამბები