არსებული ინფორმაციით, ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
როგორც "კურიერს" სამეგრელოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა რეზო ქობალიამ უთხრა, დღეს დილიდან ოკუპირებული ტერიტორიიდან ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანებს შეუძლიათ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა.
ხიდზე შეზღუდვები დე ფაქტო მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ დააწესა, რაც სოხუმში მკვლელობა მოხდა.
სამეგრელოდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა მოქალაქეებს შეეძლოთ, თუმცა გალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მამაკაცებს არ უშვებდნენ.