ნაპოლეონ ბონაპარტის ფეხსაცმელებს აუქციონზე გაიტანენ. ტყავის საჯირითო ჩექმების ღირებულება პარიზის აუქციონზე 80 ათასი ევრო იქნება.
კოლექციონერის ინფორმაციით, აღნიშნული ფეხსაცმელი ნაპოლეონს წმინდა ელენას კუნძულზე გადასახლების დროს ეცვა.
1821 წელს საფრანგეთის პოლიტიკური ლიდერის გარდაცვალების შემდეგ ფეხსაცმელები ერთ-ერთი ფრანგი გენერლის მფლობელობაში გადავიდა, მისი ბოლო მფლობელი კი მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრანგი სენატორი გახდა.
თანამედროვე სტანდარტებით ჩექმების ზომა 40-ია.