საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ექიმის დაკავება მიუღებელია.
"სამწუხაროა, რომ გადაადგილების თავისუფლება არ არსებობს ადამიანები, ვერ ახერხებენ ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მიღებას. ექიმი რომელსაც სამედიცინო დახმარება უნდა გაეწია დაკავებულია, რაც ჩვენთვის მიუღებელია. იმედს გამოვთქვამ, რომ მას რაც შეიძლება მალე გაათავისუფლებენ," - განაცხადა აქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა.