22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
მამხნევებს ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობა და ოპოზიცია შეხვედრას გამართავს - ჯეიმს აპატურაი

"ნატო ყურადღებითა და შეშფოთებით აკვირდება მოვლენებს საქართველოში" - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მთავრობასა და ოპოზიციას შორის კონსესუსი მოიძებნოს და ამ გზით საქართველოში დემოკრატიული პროცესების სიძლიერე კიდევ ერთხელ დადასტურდეს.

"ნატო ყურადღებითა და შეშფოთებით აკვირდება მოვლენებს საქართველოში. შექმნილი ჩიხიდან გამოსვლისათვის მნიშვნელოვანია დიალოგი. მამხნევებს ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობა და ოპოზიცია შეხვედრას გამართავს. საქართველოში ძლიერი და დინამიური დემოკრატიაა და ამის დემონსტრირება კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს კონსესუსის  გამონახვის საშუალებით," - წერს ჯეიმს აპატურაი.

დღის ამბები