ლონდონის ხიდზე პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი მოკლა. უცნობი პირი დანით ხალხს თავს დაესხა.დაჭრილია 5 ადამიანი.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
ადგილზე მისულმა პოლიციამ ლონდონის ხიდი გადაკეტა და დამნაშავის ლიკვიდაცია მოახდინა.
ლონდონის ხიდის ახლოს მეტრო სადგური დაიკეტა და ხიდიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.