ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. კონცერტზე კომპოზიტორის შემოქმედების ყველა ცნობილი სიმღერა გაჟღერდება.
მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედება 400-მდე სიმღერას, 70-ზე მეტ საავტორო კონცერტს და სატრფიალო, საბავშვო და პატრიოტულ ნაწარმოებებს აერთიანებს. ხვალ, კომპოზიტორი საკუთარ 55 წლიან მუსიკალურ მოღვაწეობას, ფილარმონიის დიდ სცენაზე მოისმენს.
კომპოზიტორის შემოქმედებით საღამოზე 2 საათის განმავლობაში მაცაცო სებისკვერაძის 25 სიმღერა გაჟღერდება. ადრეული პერიოდის განახლებული და ისეთებიც, რომლებსაც მსმენელი ხვალინდელ კონცერტზე პირველად მოისმენს.
კონცერტზე ყველა მუსიკალური ნაწარმოები თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შესრულდება, რომელსაც ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი.