12 სექტემბერი 2026,   11:40
ვრცლად
ეს არის მარტივი გზა, რომ ჩამოაშორონ ოპოზიციური ლიდერი აქტიურ პოლიტიკას - ნიკა მელიას ადვოკატი

ნახევარ საათში თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

საქმე ეხება "ქართუ ბანკის" გაკოტრების მცდელობას, რომელზეც ძიება სამართალდამცველებმა 7 წლის წინ დაიწყეს.

7 წლის წინანდელი საქმის სწორედ ახლა გააქტიურებას ადვოკატი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობად აფასებს. 

"ე.წ გავრილოვის ღამეზე, ნიკა მელიასთვის წაყენებული ბრალდება არის ძალიან სუსტი და აბსურდული. აღკვეთის ღონისძიება, ელექტრონული მონიტორინგით პარლამენტის წევრთან მიმართებაში არის გამოყენებული არაკონსტიტუციურად და ძალიან დიდი პრობლემებს წააწყდა სახელმწიფო და პროკურატურა. აირჩიეს ჩვენი თვალთახედვით, ძალიან მარტივი რამ, ამოიღეს 7 წლის წინანდელი საქმე, ე.წ "ქართუ" ბანკის ეპიზოდთან დაკავშირებით და საქმე რომელიც 7 წელი იდო თაროზე. ეს არის მარტივი გზა, რომ ჩამოაშორონ ოპოზიციური ლიდერი აქტიურ პოლიტიკას,"-განაცხადა "კურიერთან" ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა

ნიკა მელიას განაჩენის გამოცხადება სასამართლოსთან აქციის ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე იკრიბება.

დღის ამბები