"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს"-ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს.
მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა ჟურნალისტებს შანტაჟის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს
"მოვუწოდებთ გიორგი კოხრეიძეს, შეინარჩუნოს არხის დამოუკიდებლობა. ფუფუნებაა ასეთი თანამშრომლები და აუცილებლად უნდა გაუფრთხილდნენ მათ," - განაცხადეს ჟურნალისტებმა.