18 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
"ყოჩაღ მე, ამხელა ძიუდოისტი კაცი მიცემია" - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას და მის თანაპარტიელს, გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ, ბრალი 126-ე მუხლით წარუდგინეს.

უგულავა საქმის ამგვარ შემობრუნებას არ ელოდა და ყველაფერს ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. 

"ყველაფერს ველოდი, ყველანაირ განვითარებას, მაგრამ ისეთს, რომ ბრალდებული აღმოვჩნდებოდი მე, 126-ე მუხლით, რომ ვცემე ის ადამიანი, ვინც თავს დამესხა, რომელიც ახლა გაირკვა, რომ ძიუდოისტია, კარგი შედეგები აქვს თავის დროზე, ეტყობოდა კიდეც, რომ სპორტსმენი იყო, თურმე აღმოჩნდა, რომ მე დავესხი თავს. აბსურდია, სისულელეა.

რუსული, ბელორუსული, შუაააზიური სამართალი, რასაც ივანიშვილი ამკვიდრებს, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს პასპორტის ჩამორთმევისთვის სჭირდებათ, ან უბრალო შურისძიებაა რომელიც დიდი ხანია მწიფდება. ვგრძნობთ, რომ ვიღაცებს აწუხებთ თავმოყვარეობა და ასეთი იაფფასიანი მეთოდებით უმკლავდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს და მერე იქით ტენიან ცემას,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები