18 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა.

მინისტრმა ექიმის ოჯახის წევრებს ჟენევის დისკუსიებიდან მიღებული პირველადი ინფორმაცია მიაწოდა.

"ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან ბოლო ცნობებზე, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებიდან მიღებულ პირველად ინფორმაციაზე ვისაუბრეთ. ოჯახს მეც და სახელმწიფოს სხვა უწყებების წარმომადგენლებიც რეგულარულად ვეკონტაქტებით და მათთან ინფორმაციის გაცვლა გვაქვს, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჟენევაში, ჩვენი დელეგაციისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა,"- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს უკანონოდ ჰყავს დატყვევებული. 

დღის ამბები