23 სექტემბერი 2026,   05:41
ვრცლად
"არა ბათუმის ჩაბეტონებას" - ახალგაზრდები ცათამბჯენების აშენებას ეწინააღმდეგებიან

ბათუმში, ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ახალგაზრდული მოძრაობა "მწვანე მომავლის" წევრები შეიკრიბნენ და ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის აშენება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, სანაპირო ზოლში მაღალსართულიანი შენობების აგება და მწვანე გარემოს ჩაბეტონება დაუშვებელია. 

"იგეგმება "სილქროუდ ჯგუფისა" და საინვესტიციო ჯგუფის მიერ 5 ცათამბჯენის, იახტკლუბის და კაზინოს მშენებლობა. ეს არის ისტორიული ადგილი, ამასთან, ეს იყო საჯარო სივრცე, რომელიც წაერთვა ხალხს და ეს ისტორიული ადგილი უნდა დაგვიბრუნოს. ამ ეტაპზე, გადაცემულია საკითხი ეკონომიკის სამინისტროზე, რომელმაც უნდა გასცეს ნებართვა აშენდება თუ არა აქ ეს ცათამბჯენები,"- განაცხადა "მწვანე მომავლის" დამფუძნებელმა ჯემალ კახიძემ.

შეგახსენებთ ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე "სილქროუდ ჯგუფი" და მისი შვილობილი კომპანია "რივიერა ბათუმი" 5 მაღალსართულიანი შენობის აშენებას გეგმავს, რასაც სამოქალაქო აქტივისტებს მხრიდან არაერთხელ მოჰყვა პროტესტი.

დღის ამბები